26.ოქტომბერი .2020 19:40

რა მოცულობის სესხები გასცეს ბანკებმა სექტემბერში

რა მოცულობის სესხები გასცეს ბანკებმა სექტემბერში
views 787
უკან

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის სექტემბერში 1.89 მილიარდი ლარით გაიზარდა, რის შედეგადაც ბანკების მთლიანმა სასესხო პორტფელმა პირველი ოქტომბრისთვის 36.38 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 552.91 მლნ ლარით (3.70%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.34 მლრდ ლარით (6.85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.23%-ით).

"2020 წლის სექტემბრის განმავლობაში 4.23%-ით ანუ 732.34 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 18.05 მლრდ ლარი შეადგინა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.03%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.81 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.03%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.40%-ით მეტი)", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. 

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ფონზე, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.55% შეადგინა, რაც პირველ სექტემბერთან შედარებით 0.73 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა ეს მაჩვენებელი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირების ნაცვლად 0.84 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა