07.მაისი .2020 10:09

რა მოითხოვეს გიდებმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე?

views 1182
უკან

გიდები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. ამის შესახებ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან გიდების დახმარების საკითხზე. შეხვედრამ ჩაიარა კონსტრუქციულ რეჟიმში და საერთო ჯამში კმაყოფილი ვართ, თუმცა ვნახოთ შედეგები.

ორმა ასოციაციამ , დავაყენეთ შეთანხმებული 5 საკითხი, რომელიც ჩვენის აზრით ძირითადში გამოხატავს საერთო სულისკვეთებას .
ახლა ვართ 5 მოთხოვნით:

1. გიდების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ - რომ დახმარების ადრესატი პირდაპირ იყოს ცნობილი.
2. გიდების ფინანსური დახმარება - ერთჯერადი არა, 6 თვიანს ვარჩევთ და გიდის სპეციფიკა გაითვალისწინოს მთავრობამ.
3. გიდების ალტერნატიული დასაქმების ხელშეწყობა ტურისტული ნაკადის აღდგენამდე.
4. შუამდგომლობა ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კრედიტების გადავადება/შეჩერებაზე გიდებისთვის მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში ტურისტული ნაკადის აღდგენამდე ან მათ. ალტ. დასაქმებამდე.
5. გიდების მომზადება უსაფრთხოების კუთხით ტურისტული ნაკადის გახსნისათვის“-წერს ბერეკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა