საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, მაგრამ კომპანია Inn Group-ში სეზონის მიმართ პოზიტიური მოლოდინები აქვთ. „თუ ჯავშნების არსებული ტენდენცია გაგრძელდება, დიდი ალბათობით მთლიანად აღვადგენთ 2019 წლის მაჩვენებელებს”, - აცხადებს bm.ge-სთან Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.
Inn Group-ი სასტუმროებს ბაკურიანსა და გუდაურში მართავს.
ერეკლე კოკაიას ინფორმაციით, „ახალი წლისთვის სასტუმროები თითქმის სრულად აქვთ დაჯავშნილი“.
„მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ახალი წლის პერიოდში ორივე სასტუმროში ყველა ნომერი თითქმის დაჯავშნილია; მცირე რაოდენობის ოთახია დარჩენილი „ბაკურიანი ინნში“. მაგალითად, ახალ წელს გუდაურში სასტუმრო 100%-ითაა დატვირთული და ადგილები საერთოდ არ არის. იანვრის თვეც კარგად გამოიყურება, დაახლოებით, 60-70% გაყიდული გვაქვს. გუდაურში ძირითადად უცხოელებისგან შემოდის ჯავშნები; ამის გამო, ასე თუ ისე მაინც ადრე იჯავშნება.
რაც შეეხება ბაკურიანს, ის ძირითადად ქართველებით არის დატვირთული და შესაბამისად, რაც უფრო ვუახლოვდებით ახალი წლის პერიოდს, ჯავშნების რაოდენობაც იზრდება. ვფიქრობთ, თუ ჯავშნების ასეთი ტენდენცია გვექნება, დიდი ალბათობით მთლიანად აღვადგენთ 2019 წლის მაჩვენებელებს”, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ და იქვე დასძინა, რომ უცხოელი ტურისტები, ძირითადად, ბალტიისა და აზიის ქვეყნებიდან ჰყავთ.
Inn Group-ის აღმასრულებელ დირექტორს „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის ეფექტზეც ვესაუბრეთ. ერეკლე კოკაია ამბობს, რომ „მწვანე საშვის“ მექანიზმის ამოქმედების გამო ჯავშნები არ შემცირებულა, უბრალოდ, ვიზიტორები ახალი სისტემის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.
საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, ერეკლე კოკაიას თქმით, ორნიშნა ინფლაციამ ბიზნესს ხარჯი გაუზარდა, ამიტომ ბაკურიანის სასტუმროში ნომრის ფასის, დაახლოებით, 10%-ით გაზრდა მოუწიათ. „რაც შეეხება გუდაურს, იქ ასე თუ ისე იგივე ფასი შევინარჩუნეთ”, - დასძინა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ