09.სექტემბერი .2019 12:25

რა მოლოდინი აქვს ბიზნესს ახალი პრემიერისგან?-ჩოჩელის პასუხი

views 1358
უკან

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ნაცნობობა გიორგი გახარიასთან ძირითადად ბიზნესომბუდსმენობის პერიოდს უკავშირდება, ჩემი აზრით, მისი მხრიდან ზოგადად ბიზნესთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ახალი პრემიერ მინისტრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩოჩელი აღნიშნავს, ბიზნესისთვის ამჟამად ბიუროკრატია და ლარის კურსი ის პრობლემური საკითხებია, რაზეც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

„მიმაჩნია, რომ ახალ პრემიერს ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია ექნება, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის ბიზნესის მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ეფექტური ბიზნესომბუდსმენი იყო და ძირითადად იმ პრობლემური საკითხების გადაჭრით იყო დაკავებული, რაც იმ პერიოდში  ბიზნესს გააჩნდა.

ვფიქრობ, რომ იმ გამოცდილებიდან, რაც მას გააჩნია, ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ექნება“ - განაცხადა ჩოჩელმა.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერად ხმათა უმრავლესობით, 98 ხმით აირჩია.

გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური, ხოლო თუ აქ ჩავარდნები იყო, ის გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა