მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მომსახურებებით მიიღო "საქართველოს რკინიგზამ" 311.1 მლნ ლარის შემოსავალი?

62fa2a5e01bc0
ნინო ტაბატაძე
16.08.22 00:00
2314

„საქართველოს რკინიგზა“  შემოსავლების ზრდაზე აცხადებს. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მფლობელი კომპანიის შემოსავალი წლის 6 თვეში 311 მლნ ლარი იყო, 12%-ით მეტი 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ შემოსავლების უდიდეს ნაწილი - 74% სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალია.

„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2022 წლის 6 თვეში:

  • სატვირთო გადაზიდვები -  231.35 მლნ ლარი
  • ლოგისტიკური სერვისები - 61.24 მლნ ლარი
  • სატვირთო ვაგონების სასაზღვრო გადასახადი - 3.64 მლნ ლარი
  • ვაგონებისა და სხვა ქონების გაქირავება - 2.89 მლნ ლარი
  • სამგზავრო მომსახურება - 9.84 მლნ ლარი
  • სხვა - 2.1 მლნ ლარი

“საქართველოს რკინიგზას” ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. კომპანიის მონაცემებით, იანვარ-ივნისში რკინიგზით 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, 13.3%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვებიც. 

საკონტეინერო გადაზიდვები რკინიგზაზე:

  • ბაქო-თბილისი - ყარსი  - 11 112 TEU (+ 27%)
  • ჩინეთიდან - 6 129 TEU (+ 31%)
  • ყაზახეთიდან  - 7 708 TEU (+ 85%)
  • შუა დერეფანი - 13 837 TEU (+56%) 

კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი ასევე რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.