30.სექტემბერი .2022 14:28

რა მოუტანა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა? - პრემიერი

რა მოუტანა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმა? - პრემიერი
views 464
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მოუტანა ქვეყანას მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა.

მან აღნიშნა, რომ ეს კითხვა შეიძლება მოქალაქეებს გაუჩნდეთ, ამიტომ ეკონომიკური ზრდის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

„რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა - ამის შესახებ შეიძლება ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს.

ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი ახალი პროგრამის დაფინანსება, შედარებით 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ს 3.2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ, სულ რაღაც 2 წლის წინ მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 60%-მდე იყო“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქსტატის დღეს გამოქვეყნებული მშპ-ს ზრდის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 10.5%-ით, 8 თვის ჯამური ეკონომიკური ზრდა კი 10.3%-ია.