„მოკლე ვადაში ჩვენ ვხედავთ, რომ ინფლაციის ზეწოლა გაძლიერდება“ - ასე აიდენტიფიცირებს საქართველოს ეკონომიკის მთავარ სისუსტეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის წარმომადგენელი მერსედეს ვერა-მარტინი „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, „ამ პროცესის მართვა სავარაუდოდ ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ფასების გაძვირებას გავლენა, პირველ რიგში, ღარიბ მოსახლეობაზე აქვს. ამასთან, საქართველომ უნდა განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება“.
რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ამ პერიოდში მთავარი გამოწვევები გლობალურ ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირში იქნება, რაც ფონდის ანალიზით, მთელ მსოფლიოში ნავთობის ფასების სტაბილურ ზრდას უკავშირდება. „ამიტომ საშუალოვადიან პერიოდში, ვფიქრობ, მთავარი იქნება სტრუქტურულ რეფორმებზე აქტიური მუშაობა - განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული დანაკლისის შევსება, ძირითადი გზების მშენებლობა - იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ინფრასტრუქტურული ჰაბი - განათლების რეფორმა - იმისთვის, რომ ბაზრისთვის საჭირო ცოდნები და უნარები მიიღოს მუშახელმა და ამ გზით გაიზარდოს დასაქმება, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდების. ამ ეკონომიკას სჭირდება კერძო ინვესტიციები, ინვესტორთა ნდობის გაძლიერება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იყოს“ - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო ფონდმა უცვლელად 4.6%-ის ნიშნულზე შეინარჩუნა. მისიის შემდეგი ვიზიტი ოქტომბერში იგეგმება, როცა ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საქართველო ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებას, რომელიც დაახლოებით 60 მილიონი SDR ანუ 84 მილიონი ამერიკული დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის