"თუ სახელმწიფო, რთველის პერიოდში, ბანკებიდან აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას შეძლებს, ეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია იქნება, - ამის შესახებ BM.GE-ის „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.
კითხვაზე - რა გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესი პანდემიის პერიოდში და რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება სექტორს გამოწვევებთან გასამკლავებლად, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაეზარდოთ.
„კრიზისმა დაგვანახა, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც ბანკებთან აქვთ კარგი საკრედიტო ისტორია, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ უფრო დაბალპროცენტიან სესხებზე, როგორც - მოკლევადიან, ისე - გრძელვადიან პერიოდში. ასევე, ეს ეხება პროდუქციის ფასს, იმიტომ რომ დღეს მიდის დიდი ბრძოლა თაროზე ფასებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ქართული ღვინის კომპანიებს, ეს უფრო მასშტაბური საკითხია. შესაბამისად, ნედლეული ანუ ყურძნის ფასი უნდა იყოს უფრო კონკურენტუნარიანი ანუ უფრო დაბალი. ამის ერთ-ერთი გზა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ სახელმწიფოსგან სავენახე მიწების შეძენა და ვენახის გაშენება; მართალია, ამას 3-4 წელი სჭირდება იმისთვის, რომ მოსავალი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კრიზისი რამდენ ხანს გასტანს და მას შემდგომ რა მოჰყვება, ამიტომ რეალურად საჭიროა, რომ გვქონდეს მეტი მოქნილობა ფასწარმოქმნაზე", - ამბობს "თბილღვინოს" დამფუძნებელი.
ზურაბ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ღვინის ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება ხარისხის კონტროლის რისკები, რისი გარანტორიც სახელმწიფო უნდა იყოს.
"უაღრესად მნიშნელოვანია, რომ საქართველოდან არ გადიოდეს პროდუქცია, რომლის ხარისხი არ იქნება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმის, რომ ქვეყნიდან არ გადის არცერთი ბოთლი ღვინო, რომელიც ვაზის და ღვინის შესახებ კანონის დარღვევითაა წარმოებული. ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ამ ზრდას ხარისხის კონტროლის საფრთხე ყოველთვის თან ახლავს“, - განმარტა ზურაბ მარგველაშვილმა და დასძინა, რომ რთველის პერიოდში სახელმწიფოს მხარდაჭერა სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემერის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს. Bm.ge დაინტერესდა, თუ რა სახის იქნება მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება მეღვინეებმა მიიღონ ან რა მოლოდინები აქვთ ღვინის ეროვნული სააგენტოში, მაგრამ გვითხრეს, რომ ჯერ სამუშაო პროცესია. "მიმდინარეობს შეხვედრები პრემიერთან, საბოლოო დოკუმენტი არ გვაქვს და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, - აცხადებენ სააგენტოში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი