მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი

631647576878a
ალა ისპირიანი
05.09.22 23:00
20659
ბოლო დროს ლარის მერყეობას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა, საქართველოში მიგრაციულ პროცესებს უკავშირებს. 

მისი პროგნოზით აღნიშნული გზით შემოსული თანხები განგრძობითი ვერ იქნება, რაც სავარაუდოდ ლარს 3 -ის ნიშნულს დააახლოებს.

„დაახლოებით 2.7-ის ნიშნულს ჩამოცდენილი ლარი, როგორც ჩანს ზედმეტად გამყარებული იყო და ახლა გარკვეულ წილად გაუფასურდა და ახალი წონასწორობის წერტილის პოვნას ცდილობს.

ის გამყარება რომელიც 2.7-ზე ჩასვლაში აისახა დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ იმ კონკრეტული პერიოდისთვის, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და უკრაინიდან მიგრაციის ძალიან მაღალი ნაკადები იყო. ეს ნაკადები ახლა ისეთი მძაფრი ვეღარ იქნება და ის თანხები, რისი მოზიდვაც ამ არხით ქვეყანაში მოხდა განგრძობადი არ იქნება და ამისი განცდა, როგორც ჩანს ნელ-ნელა მკვიდრდება, რაც საბოლოოდ სამის ნიშნულთან ახლოს დაფუძნებულ ლარში გადაითარგმნება“, - ამბობს პაპავა. 

ცნობისთვის:ჯერ კიდევ აგვისტოს მეორე კვირიდან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ტენდენცია მკვეთრი გაუფასურებისკენ შეიცვალა. აგვისტო-სექტემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.884 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.848-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.25%-იანი გაუფასურებაა, რაც მიმდინარე წლის 34-ე სავაჭრო კვირას 1.99%-ით იყო გამყარებული. აღნიშნული მაჩვენებლით, აგვისტოს მეოთხე სავაჭრო კვირას ლარი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით გაუფასურებული იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ბოლო, 5 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებს,  - საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.60 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8795 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.5 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8599 ლარი გახდა.