მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნორმები უნდა დაიცვან აგრარული ბაზრების წარმომადგენლებმა - სეს-ის სპეციალური რეკომენდაციები

5e789102e8359
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.20 15:25
814
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე.

„აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები : პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა“, - ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.