13.სექტემბერი .2019 11:24

რა პასუხი აქვს ფინანსთა მინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იან კლებაზე?

views 1129
უკან

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

რით ხსნიან მთავრობაში FDI-ს თითქმის 54%-იან კლებას და რატომ არ ჰყავს ქვეყანას ახალი ინვესტორები, bm.ge-ს ამ კითხვას ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. ივანე მაჭავარიანი ყვება, მისი აზრით, როგორ უნდა შევხედოთ FDI-ს და რომ მთავარი საზომი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა. ესაა გადამწყვეტი. ინვესტიციების ბუნება- იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოური, ეს აბსოლუტურად მეორეული საკითხია, დამერწმუნეთ.

საქართველოს ისტორიის მანძილზე, როცა შემოდიოდა უცხოური ინვესტიციები, ე.წ FDI, 60-70% ეს არის სინამდვილეში თავისი ბუნებით ქართული ინვესტიციები, გატანილი აქედან და შემოტანილი სხვადასხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან.

მარტო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არ არის გადამწყვეტი და მთავარი საზომი. მთავარი საზომი არის ინვესტიციები ზოგადად.

როცა გვაქვს ინვესტიციების კლება, გეთანხმებით ეს არის იმის ნიშანი, რომ ინვესტორების სენტიმენტები, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი თუ კვაზი უცხოელი, რომლის უკან ქართველი დგას, ეს სენტიმენტები არის შედარებით დაბალ დონეზე.

რა იწვევს ამ განწყობების შემცირებას? რამდენიმე ფაქტორი - ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესი, დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება, რასაკვირველია ამაზე ბიზნესი რეაგირებს.

მე გთავაზობთ როგორ უნდა შეხედოთ და როგორ უყურებს ყველა. თქვენ რომ ეძახით FDI-ს, იმ უცხოურში 70% იყო ვიღაც ქართველი, რომელიც ოფშორიდან შემოდიოდა, ეს იყო ტრადიციულად.

დაწყებული იქიდან, რომ შეიძლება იყოს პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ბიზნესს არ აინტერესებს ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი. ტემპერატურა აიწევს?- დამთავრებულია.

დაიძაბება ურთიერთობა მეზობელთან? იქნება რუსეთი, თურქეთი თუ ვიღაცა, იქაც არ აინეტერსებთ ვინ არის მართალი, ვინ არა. ტემპერატურამ აიწია? სენტიმენტები, განწყობები შემცირდა.

ვინ იყვნენ საქართველოში ინვესტორები? ეს იყო აზერბაიჯანი, ეს იყო ყაზახეთი, ეს იყო თურქეთი, ისარელი და ა.შ

ეკონომიკურად დაძაბუნდა რეგიონიც და პრობლემაა. ნახეთ რამდენი ფაქტორია? შიდაპოლიტიკური, რეგიონალური და ა.შ“-აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა