მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხი აქვს მერიას იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც ღამის ავტობუსებში სძინავთ?

5e3145b8e6a42
ინგა მურუსიძე
29.01.20 12:52
25343
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ღამის ავტობუსებში ასული მგზავრები, თუნდაც ხანგრძლივად, მგზავრობის საფასურს იხდიან და მათ ვერავინ ეტყვიან, რომ ავტობუსიდან ჩავიდნენ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ასეთი მიუსაფარი ადამიანები რატომ არ მიყავთ თავშესაფრებში, ხმალაძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ ამ ადამიანებს სურვილი არ აქვთ, ვინაიდან თავშესაფრებში მათი ადგილი არის.

"იმის თქმა, რომ ეს ადამიანები ავტობუსებში სახლობენ, თქვენი ინტერპრეტაციაა. ადამიანი ადის, იხდის მგზავრობის საფასურს და თქვენ ამას ეძახით სახლობას, საკითხი ძალიან რთულია. თუ ადამიანი შუაღამის რეისზე მაგალითად აეროპორტიდან მოდის, შეიძლება დაიძინოს. ამის პრევენცია რთულია, რომ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები. როცა ადამიანი ადის ავტობუსში, იხდის საფასურს და თბება, ამას ვერ დავუშლით", - ამბობს ხმალაძე.