დღეს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ ცალკე პროცესი გაიმართება, იქამდე კი მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ.
"სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. რუსეთმა დაარღვია საქართველოს მოქალაქეთა შემდეგი უფლებები - "წამების აკრძალვა", რაც კონვენციის მესამე მუხლია;
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობისათვის.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეხუთე მუხლის "თავისუფლების და უსაფრთხოების" უფლების დარღვევა. რუსეთის ხელისუფლებისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებამ გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა;
სასამართლომ დაადგინა "მიმოსვლის თავისუფლების" დარღვევა, ასევე "პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების" დარღვევა, დიდმა პალატამ ასევე დაადგინა "საკუთრების უფლების" დარღვევა. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს არგუმენტი, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მიზანმიმართულად ქართული სოფლების და დასახლებების გადაწვისა და განადგურებისათვის.
სასამართლომ დაადგინა "სიცოცხლის უფლების" დარღვევა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ამ მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის დროს მომხდარი მკვლელობები.
სასამართლომ ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთმა არ ითანამშრომლა სასამართლოსთან. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ ერთი წელიწადი,"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას იმის შესახებ, თუ სარჩელის რა მუხლების დარღვევა დაადგინა სასამართლომ:
"· სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
· სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის,"- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და ის სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულმა მხარემ სასამართლოში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. გარდა ამისა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი