28.იანვარი .2020 22:54

რა პასუხისმგებლობები დაეკისრება კურორტების მართვის მიზნით შექმნილ სსიპ-ებს

views 453
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კურორტების მართვის კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებელი მენეჯმენტით კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ, რომლებიც კურორტების სერვისების განვითარებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

რა სახის პასუხისმგებლობები დაეკისრება კურორტების მართვის მიზნით შექმნილ სსიპ-ებს, ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა.

„მთავარი არსი ამ ცვლილების არის თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების მიცემა დააფუძნონ საკურორტო ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პრიი, სწორედ კურორტის მართვის მიზნით.

კურორტის მართვაში მოიაზრება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შეიძლება ეხებოდეს კურორტის მართვას - დაწყებული პარკინგის მოწესრიგებით, მშენებლობის ნებართვებით, ზედამხედველობით და ნებისმიერი საკითხით, რაც დაკავშირებულია კურორტის მართვასთან.

მთავარი მიზეზი არის კურორტებზე სხვადასხვა ტიპის პრობლემების, რასაც ყოველ სეზონზე ზამთარში ვაწყდებით, ოპერატიულად გადაწყვეტა. მაგალითად, ბაკურიანის შემთხვევაში, ბაკურიანი გახლავთ ბორჯომის ერთ-ერთი დასახლება, რომელსაც თანაბარი ყურადღება ეთმობა, როგორც დანარჩენ 50 დასახლებას ბორჯომში. შესაბამისად საჭიროა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უფრო მეტი კონცენტრირებული ყურადღების მიქცევა ყველა მიმართულებით, იქნება ეს თოვლისგან ქუჩების გაწმენდა, პარკირების მოწესრიგება, უკანონო მშენებლობებზე ოპერატიული რეაგირება, ნებართვების გაცემა საჯარო სერვისების ოპერატიურად გაცემა და მისი ხარისხი და ზოგადად კურორტის მართვა“, - განაცხადა მან.

ნიკოლოზ როსებაშვილის თქმითვე, აღნიშნულ სსიპ-ს დააფუძნებს მუნიციპალიტეტი, რომელიც დელეგირებას გააკეთებს უფლებამოსილებების. ამ მოდელში თავდაპირველად მოექცევიან ბაკურიანი და გუდაური. საკურორტო ზონების ნუსხას მთავრობა განსაზღვრავს, ხოლო მუნიციპალიტეტი შექმნის სსიპ-ს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა