03.იანვარი .2020 18:10

რა პერსპექტივები აქვს სამედიცინო ტურიზმს საქართველოში - "ევექსი ჰოსპიტლების" შეფასება

views 501
უკან

სამედიცინო ტურიზმის განვითარება ერთ ტურისტზე საშუალო დანახარჯის ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ ევექსის ჰოსპიტლების გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა.

გიორგი მინდიაშვილის თქმით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და რუსეთი ის ქვეყნებია, რომელთა მიმართულებითაც საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს სამედიცინო ტურიზმი და ამ მხრივ საქართველოს სხვა ქვეყნების მიმართ, როგორიცაა თურქეთი, ისრაელი, ავსტრია, ტურისტის მოზიდვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

„4 ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს: 1. საკუთესო ხარისხის მედიცინა ზემოთ ნახსენებ ქვეყნებთან ახლოს; 2. უვიზო მიმოსვლა, მგზავრობა ძალიან მარტივია სამანქანო გზითაც; 3. დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ტურიზმში ენას და ჩვენ არ გვაქვს მათთან ენობრივი ბარიერი, სამედიცინო სფერს წარმომადგენელთა უმეტესობა ან ინგლისურად ან რუსულად საუბრობს. 4. საფასო პოლიტიკა, სადაც ჩვენ უფრო 2-3-ჯერ უფრო იაფი ვართ, ვიდრე - თურქეთი“, - ამბობს გიორგი მინდიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო მიმართულებებიდან შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებების შეთავაზება, როგორიცაა კარდიოქირურგია, ოფთალმოლოგია, ნეირუქრურგია, მინიინვაზიური ქირურგიები, როგორიც არის ლაპარასკოპიული, უროლოგიური, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია, არის ინ ვიტრო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, პლასტიკური ქირურგია და ესთეტიკა.

"ევექსის ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის თქმით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში შეიქმნა „სამედიცინო ტურიზმის საბჭო“, რომელშიც 10-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ორი - "კარაპს მედლაინი" და "კავკასიის მედიცინის ცენტრი" არის ამ გაერთიანების წევრი და შეიქმნა პალტფორმა, რომელსაც ეწოდება „იმკურნალე საქართველოში“ უკვე ხდება ქვეყნის პრომოცია. ბევრი კომპანიის კოლაბორაცია სახელმწიფოს მხარდაჭერა, რაც აქტიურად მიმდინარეობს, გახსნის იმ შესაძლებლობას, რაც ქვეყანას აქვს.

"ევექსის ჰოსპიტლები" არის დედა კომპანია. თითოეულ ჩვენს საავადმყოფოს ცალკე მიზნები აქვს, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, რომ გვქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება. ამ ეტაპზე რაც ვახსენე, ეს ორი სამედიცინო დაწესებულება, მათი ძირითადი სტრატეგია არის ის, რომ უფრო მეტად პრომოცია გაუწიოს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საშუალო დანახარჯი, რომელიც აქვს ქვეყანაში შემოსულ ტურისტს არ არის ძალიან მაღალი და ვიცით, რომ ერთ-ერთი გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას არის ის, რომ ეს საშუალო დანახარჯი გაიზარდოს და ჯანდაცვის სერვისების მიწოდება იქნება ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გამოიწვევს ერთ ტურისტზე საშუალო დანახარჯის ზრდას და უცხოური ვალუტის შემოდინებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - ამბობს „საქმიან დილაში“ გიორგი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "ევექსი ჰოსპიტლებმა", რომელიც საქართველოს მასშტაბით რეფერალურ და სპეციალიზებულ ჰოსპიტლებს აერთიანებს, სამედიცინო ტურიზმის მიმართულების განვითარება სამი წლის წინ დაიწყო და გასულ წელს საერთაშორისო მედიის CNN-ის, Daily Herald, ABC6, Financial Content, Today in Finance-ის ყურადღებაც მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა