მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით მიიღებენ კლუბები და ბარები ღია სივრცეებს უფასოდ? - კალაძის განმარტება

5f0ef0141f99c
BM.GE
15.07.20 16:16
1401
თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს თუ რა პირობებით გადაეცემათ კლუბებს და ბარებს ღია სივრცეები. Bm.ge-ს შესაბამის კითხვას კალაძემ უპასუხა, რომ ბარებმა და კლუბებმა თავად უნდა შეარჩიონ ტერიტორიები და მერიას მიმართონ გადაცემის თხოვნით.

„კონკრეტულად გამიჭირდება, მათ უნდა მოიძიონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. კლუბებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები, დახურულ სივრცეში შეუძლებელია მისვლა და მუსიკის მოსმენა. ჩვენ მზად ვართ ჩვენს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები გამოვუყოთ, არ გადავახდევინებთ გადასახადებს და ეს იქნება ხელშეწყობა, რომ ბიზნესის საქმიანობა განაახლონ. ბევრი ტერიტორია გვაქვს საკუთრებაში და მოთხოვნისამებრ გადაეცემათ დროებით მიწები“, - განაცხადა კახა კალაძემ.