მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რათა უცხოეთში გამგზავრება შეძლოთ? - განმარტება

5f0dd3e2badd8
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 19:51
1425
საქართველოს მოქალაქეები ამჟამად მოკლებული არიან შესაძლებლობას გადაკვეთონ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ რიგ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ დააწესა.

მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პასუხი 30 კითხვაზე, რომელიც როგორც უცხოელებისთვის, ასევე ქართველებისთვის საზღვრიდან გასვლას/დაბრუნებას ეხება. მათ შორის საუბარია იმაზეც თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს მოქალაქეები, რათა მათ უცხოეთში გამგზავრების უფლება მიეცეთ.

რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება?

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

უფრო ვრცლად, სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხი იხილეთ ბმულზე.