04.აგვისტო .2020 16:10

რა პირობებში დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაღებში? - ბექა ფერაძის განმარტება

views 15333
უკან

ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ბაგა-ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყება მიბმული იქნება კვადრატულ მეტრზე ბავშვების რაოდენობაზე თუ რაიმე სხვა მექანიზმი იქნება მოფიქრებული, - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძე ამბობს, რომ სწავლის არდაწყების საკითხი არ განიხილება და მოლაპარაკებები მიდის იმაზე, რომ  პრევენციის ყველასთვის მისაღები პირობები იქნას შემუშავებული.

„რამე კონკრეტულის თქმა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბაგა-ბაღების სააგენტოსთან და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება შეჯერებული და საბჭოზე შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული. უთანხმოება არ არის, უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არის იმაზე, თუ რამდენი უნდა იყოს ზღვარი კვადრატულობაზე. ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე მიდის მოლაპარაკება. საბოლოოდ, პრევენციის რა ზომას მივიღებთ, ეს ჯერ არ ვიცით. ჯერ ყველა მხარის პოზიცია არ ვიცით და გადაწყვეტილება იქამდე არ იქნება მიღებული, ვიდრე ყველა მხარის პოზიცია არ გვექნება“, - განაცხადა ფერაძემ.

სკოლებს რაც შეეხება, როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, ამ საკითხზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ამ შემთხვევაშიც არ არის გადაწყვეტილი რეკომენდაციები მიებმევა კვადრატულობას, თუ პრევენციის რაიმე სხვა ზომა იქნება მიღებული“, - არნიშნა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა