მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას "ნაცმოძრაობა"

5e9da4fc19c35
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 18:00
1404
ანტიკრიზისული გეგმის და საგანგებო ბიუჯეტის პროექტის წარდგენა - ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას უყენებს იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირონ.

ამის შესახებ პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ tv „პირველის“ საინფომრაციო გადაცემაში განაცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ პარტიას გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის სრულად აღება მოუწევს.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს თუ კი მთავრობა წარმოადგენს ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს. ბიუჯეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ასახული ასეულათასობით უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის ფინანსური, მატერიალური, სასურსათო თუ სხვა სახის ღონისძიებები, ასევე, უნდა იყოს წარმოდგენილი ბიზნესის, ფაქტობრივად, გადარჩენის გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმრავლესობა ჰყავს "ქართულ ოცნებას" - 76 კაცი, მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მათ აგონ ამაზე პასუხი“, - განაცხადა რომან გოცორიძემ.

შეგახსენებთ: ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს იმსჯელებს.