აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია Hereti Global-ის დამფუძნებელი ავთანდილ ჩხეიძე მიიჩნევს, ამერიკაში ბაზრის ათვისების მხრივ ქართულ ღვინოს დიდი შესაძლებელობები აქვს.
„იმისთვის რომ ბაზარზე იყოს მოთხოვნა ქართულ ღვინოზე, აუცილებელია, ადგილობრივები იცნობდნენ მას. 2019 წელს აშშ-ში 68 მლრდ დოლარის ღვინო გაიყიდა, აქედან იმპორტირებული მხოლოდ 38%-ია, დანარჩენი, ძირითადად კალიფორნიის და ვაშინგტონის შტატების ღვინოებია. გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 28 კონტეინერი ღვინო შემოვიდა, რაც, დაახლოებით, 4 მლნ დოლარის ღირებულებისაა. ამ ბაზარს გაცილებით მეტი ღვინის შესყიდვა შეუძლია, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერცერთი მხრიდან ვერ დავინახე სწორი სტრატეგიული გეგმა - იქნება ეს კერძო სექტორი თუ - სახელმწიფო. მთლიანად ბაზარი აუთვისებელია და ვიღაცამ თუ არ დაიწყო რაღაც და არ შექმნა, მხოლოდ სახელმწიფო ღვინის სააგენტო ამას ვერ უშველის“, - აცხადებს ავთანდილ ჩხეიძე.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს ამერიკაში ქართული ღვინის მოცულობა ბაზრის 0.04% იყო, შესაბამისად, იმისთვის, რომ ღვინომ შეძლოს ამ დიდი ბაზრის ათვისება, სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო. ამ კუთხით ბიზნესმენი კერძო კომპანიების და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.
ბიზნესმენი თვლის, რომ ღვინის პოპულარიზაციისთვის სერიოზული ფინანსური რესურსია საჭირო, რომელიც ცალკე აღებულ კერძო სექტორს ან სახელმწიფოს არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ახლა აკეთებს.
„სახელმწიფო რასაც აკეთებს, ეს არის ზღვაში წვეთი და ამით ღვინის პოპულარიზაციას ვერ შეძლებ. მხოლოდ ჩამოსვლა და შოუს მოწყობა არ შველის, როგორც ეს პანდემიამდე ხდებოდა. უნდა იყოს მუდმივი რეკლამები, რისთვისაც საჭიროა ფინანსები. სახელმწიფოს კი, უბრალოდ გამოყოფილი აქვს რაღაც თანხა, რომელიც მარკეტინგზე იხარჯება და არაფერი კეთდება, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერა კარგი და აუცილებელია. აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების გაძლიერებისთვის და ადგილის დამკვიდრებისთვის საჭიროა ბაზრის სპეციფიკის ცოდნაც. კერძო კომპანიებს მარკეტინგისთვის საკმარისი რესურსები არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩვენ ვიცით, ბაზრის სპეციფიკა და თუ გვინდა მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ბაზრის ათვისება, რომელიც ფაქტობრივად ცარიელია, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრლომლობა უნდა შედგეს, რათა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ერთიანი სტრატეგიული გეგმა ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ავთანდილ ჩხეიძე.
შეგახსენებთ: Hereti Global-მა აშშ-ში ქართული ღვინო მიმდინარე წლის სექტემბერში გაიტანა და კომპანიის გეგმებს - თავდაპირველად ნიუ-იორკის შტატის სრულად ათვისება, შემდეგ კი სხვა შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?