მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიცია აქვს გახარიას „ნამახვანჰესის“ პროექტზე და ENKA-სთან გაფორმებულ კონტრაქტზე?

60b5080db684e
თელარა გელანტია
31.05.21 19:57
1720
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და უკვე პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას შეფასებით, შესაძლოა, „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე სხვა კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტზე უკეთესია.

ამის შესახებ მან თოქშოუების წამყვანებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, მაგრამ დეტალური კითხვები არ დასმულა და  შესაბამისად, ყოფილმა პრემიერმაც ზოგადი კომენტარი გააკეთა.

გიორგი გახარიას აზრით, პრობლემას წარმოადგენს რიონის ხეობის მცველებთან კომუნიკაციის ხარისხი.

„ნამახვანჰესის“ კონტრაქტი რომ შეადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, ზოგთან შედარებით, ის ბევრად უკეთესია. ეს ფაქტია; ახალს კი არაფერს ვამბობ. ეს <კონტრაქტი> კარგია თუ ცუდია, მაშინ უნდა გადაგვეწყვიტა, როდესაც მთავრობამ 2019 წელს აპრილში გადაწყვეტილება მიიღო და ინვესტორ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა. სამწუხაროდ, მე მაშინ შსს მინისტრი ვიყავი და ეკონომიკური ნაწილი არც მახსოვს... ჩემი ბრალია... არც მახსოვს ამ კონტრაქტმა როგორ გაიარა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს კონტრაქტი თქვენ რომ აიღოთ და შეადაროთ სხვა მსხვილი ჰესების კონტრაქტს, ეს არ ნიშნავს და ეს არ არის იმის გარანტია, რომ ეს კარგია ან ცუდია. აქ მთავარი პრობლემა არის შემდეგში - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჰიდრორესურსებზე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჰიდრო რესურსი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება; პრობლემაა კომუნიკაცია ხეობის დამცველებთან, ეს კომუნიკაცია თუ არ მოგვარდა და თუ არ დალაგდა ასეთ ტურბულენტურ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა იქნება“, - თქვა გიორგი გახარიამ.