მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიცია დააფიქსირა საქართველოს მთავრობამ IMF-თან $500-მილიონიანი ევრობონდების დაფარვაზე?

5facf9140aac2
BM.GE
12.11.20 15:10
1044
მთავრობამ 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის $500 მილიონის მოცულობის ევრო-ობლიგაციები უნდა დაფაროს. მთავრობას, ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა გზით მოახდენს ამ ვალდებულების დაფარვას. კერძოდ კი, ვალის მომსახურების პირველი ალტერნატივა მისი სრულად დაფარვაა, მეორე ალტერნატივა კი მისი დაფარვა და სანაცვლოდ ახალი ვალის აღება ანუ რეფინანსირებაა. ამასთანავე, ამ ვალთან მიმართებით მთავრობას სხვა ფინანსური ოპერაციების განხორციელებაც შეუძლია.

BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ მთავრობამ ფონდთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ისინი ევრობონდების გახანგრძლივებას  გეგმავენ.

"ამ ეტაპზე მთავრობას მიაჩნია, რომ ვადა გაახანგრძლივოს და გამოიყენოს ფისკალური ბუფერების შესაქმნელად, თუკი რიკსები უფრო ნეგატიური სცენარის მიხედვით გააქტიურდება,"- აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.

დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა ამ ვალდებულების რეფინანსირებისკენ იხრება.

„ბოლო მომენტამდე ვინახავთ ოფციებს, ალბათ რეფინანსირებას გავაკეთებთ. დასაწყისში ვიხრებოდით დაფარვისკენ, თუმცა გამწვავებული პანდემიის პირობებში, ამ მომენტისთვის რეფინანსირებისკენ ვიხრებით. დრო გვაქვს ჯერ და თეორიულად, შეიძლება გადაწყვეტილებას გადავხედოთ, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ ეფექტურ გადაწყვეტილებას ევრობონდთან დაკავშირებით“, - განაცხადა დღეს ვანო მაჭავარიანმა.