14.ნოემბერი .2019 20:30

რა პრობლემები აქვთ ჩეხურ კომპანიებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას?

views 486
უკან

ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური წარმომადგენელი საქართველოში ირი პრეჩლიკი სახელმწიფო შესყიდვებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც ის BM.GE-სთან აცხადებს, ჩეხურ კომპანიებს საქართველოში ძირითადად ორ საკითხზე ექმნებათ პრობლემა ტენდერებში მონაწილეობისას.

"ზოგადი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო ქვეყანაში ძალიან კარგია. ყველა საერთაშორისო რეიტინგი ამას ადასტურებს და ჩვენც იგივეს თქმა შეგვიძლია. ერთადერთი რამ, რის შეცვლასაც ამ დროისთვის ვისურვებდით, დაკავშირებულია სახელმწიფო შესყიდვებთან. ორ საკითხს გამოვყოფდი: ხშირად სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისთვის ძალიან ცოტა დროა გამოყოფილი, რის გამოც კომპანიები ვერ ასწრებენ ტენდერისთვის მომზადებას. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ტენდერებში განმსაზღვრელი ფასია და შეთავაზების სხვა ასპექტები, როგორიცაა სერვისი ან გარანტია, არ არის მხედველობაში მიღებული", - აცხადებს ჩეხეთის საელჩოს ეკონომიკური წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა