„არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან დღეს ფერმერები, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნა - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე ფინანსებზე წვდომა“ , - ამის შესახებ BMG-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განუცხადა.
მისივე თქმით, თითოეული ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით სახელმწიფოს სხვადასხვა პროექტი აქვს შემუშავებული, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
„რჩება ეს გამოწვევები და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ჩვენ გვაქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. მაგალითად, სახელმწიფოს პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც ბაღების გაშენებას უწყობს ხელს და უკვე 20 000 ჰექტარზე მეტი ბაღია გაშენებული ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ჩვენ პირველადი წარმოების ხელშეწყობის კუთხით შეღავათიან აგროკრედიტში საბრუნავი სახსრებით ვეხმარებით ფერმერებს. გვაქვს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტიც, რითაც ასევე ვეხმარებით ფერმერებს და ამ პროექტის ფარგლებში უკვე 200-ზე მეტი საწარმო შეიქმნა. ფერმერებს ასევე ვეხმარებით მარკეტინგში, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვასა და მეტი ცოდნის მიღებაში“ , - აცხადებს ოთარ შამუგია.
შამუგიას თქმით, იმისთვის, რომ ფერმერებმა ახალი ბაზრების ათვისება შეძლონ, სახელმწიფო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში მათ მონაწილეობასა და აქტიურად ჩართულობას უზრუნველყოფს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ ქვეყნის გარეთ, ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე. ვმონაწილეობთ არაერთ გამოფენაში, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ფერმერები აქ სათანადო დონეზე იყვნენ წარმოდგენილიი და შეძლონ შესაბამისი კონტაქტების დამყარება, რომ მოგვიანებით, ამ ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ“ , - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი