მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები აქვთ თურქ ინვესტორებს საქართველოში?

5e490e8f81ba4
ანუკა ჯოხაძე
16.02.20 15:00
1175
სასამართლო პროცესების გაჭიანურება, სამშენებლო ნებართვები და საბანკო გარანტიები - ეს ის პრობლემებია, რომელთაც ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანის განმარტებით, თურქი ინვესტორები დღეს საქართველოში აწყდებიან.

როგორც ოსმან თურანი ამბობს, ყველაზე მტკივნეული თურქი ინვესტორებისთვის საბანკო გარანტიების საკითხია, რადგან "თურქეთში მიღებული გარანტიები საქართველოში არ ჭრის".

"გარკვეულწილად მიმდინარე პრობლემები მაინც არსებობს, იკვეთება პრობლემა სასამართლო პროცესების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, თურქი ინვესტორები ამას უჩივიან. ასევე ინფრასტრუქტურასთან, სამშენებლო სფეროში გარკვეული ნებართვების დაგვიანებაზე. ასევე ჩვენი ასოციაციის წევრები და თურქი ინვესტორები ვერ იღებენ საბანკო გარანტიებს, რადგან თურქეთიდან მიღებულ გარანტიას აქ არ ცნობენ, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია", - ამბობს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი.