აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლის სისტემის არ არსებობა DCFTA-ის ფარგლებში ქვეყანას პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ BM.GE-ს ჩიტაძემ ევროპის ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართული საჯარო-კერძო დიალოგის "ევროპის ბაზარზე არსებული სირთულეები ქართული კომპანიებისთვის" დაწყების წინ განუცხადა.
მისი შეფასებით, 5 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა და გაიზარდა როგორც კომპანიების მზაობა, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გატანილი პროდუქტების რაოდენობაც.
"გამოწვევების კუთხით შეიძლება საუბარი იყოს, რამდენად ეფექტური ინფრასტრუქტურა გვაქვს ქვეყანაში, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს პროდუქტი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამ მხრივ გვაქვს გამოწვევები. ექსპორტზე გატანის პრობლემა დღემდე სოფლის მეურნეობის სექტორშია, იმიტომ რომ არ არსებობს ხარისხის კონტროლის სისტემა, რაც უპირველესად ქვეყანას უქმნის პრობლემას, მაგრამ ელექტროპროდუქტებზე ამის თქმა არ შეგვიძლია.
DCFTA-ს ამოქმედებისას არსებობდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც ნაწილობრივ დღესაც არის, მაგრამ დღეს მთავარი გამოწვევა ევროპული სტანდარტების ცოდნა და კვალიფიციური კადრია", - ამბობს გიორგი ჩიტაძე.
კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს და არის თუ არა დამატებითი რგოლების შექმნის აუცილებლობა, გიორგი ჩიტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ადგილის შესავსებად აუცილებელია ასეთი შუალედური რგოლების არსებობა.
"მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროთან არის შექმნილი დუალური განათლების შემოტანის სექტორში შაულედური რგოლი. იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ადგილი შეივსოს, ასეთი რგოლებია შესაქმნელი ინდუსტრიული და სხვა მიმართულებით. ეს გაამარტივებს და დააჩქარებს ქართული პროდუქტციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას", - განმარტა აკრედიტაციის ეროვნული ცენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის