მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს აწყდებიან ბანკები სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისას

5e8dfddc03dec
ნინი ლონგურაშვილი
08.04.20 21:30
1500
“ბანკები, პრინციპში, განიხილავენ იმას, როგორ უნდა დაფინანსდეს სოფლის მეურნეობა, როგორ შეიძლება რომ გადავიდეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ფაზაში აქტიურად და რა ხერხებით ვისარგებლოთ ამ მიმართულებით", – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა.

“საბანკო სექტორი იყო ერთ-ერთი, რომელმაც გამოაცხადა შეღავათები მსესხებლებთან მიმართებაში, დღეის მდგომარეობით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სოფლის მეურნეობის დაფინანსების გააქტიურებასთან მიმართებაში, უბრალოდ წინ არის გარკვეული პრობლემები, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციულ პრობლემებს, ასევე არსებობს რეალურად, განვსაზღვროთ რა ვადიანი იქნება აღნიშნული ე.წ. lockdown, რა პერიოდში იქნება შესაძლებელი რეაბილიტაცია მოახდინონ ბიზნესებმა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პრობლემას, აქ ვგულისხმობთ იმას, რომ როგორც იცით გადაადგილებაც შეზღუდულია, იგივე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ადგილზე ვიზიტებიც ვერ ხდება და ამაზეც მიმდინარეობს განხილვა.

აუცილებლად უნდა ვახსენო საგარანტიო სქემის ამუშავებაც, პარალელურად და იმ ცვლილებების შეტანაც, რომელიც უკვე დაანონსებულია და წარდგენილია ბანკებისათვის, პრინციპში, მგონია რომ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, ვინ მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას.

ბანკები, პრინციპში განიხილავენ იმას, როგორ უნდა დაფინანსდეს სოფლის მეურნეობა, აქტიურად როგორ შეიძლება რომ გადავიდეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსების ფაზაში და რა ხერხებით ვისარგებლოთ ამ მიმართულებით", – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება დაფინანსების დროს, ამას არავინ აზუსტებს: 

"რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, ამასთან მიმართებაში დროის განჭვრეტა და განსაზღვრა როდის იქნება სხვადასხვა გამოსავალი ნაპოვნი, სამწუხაროდ არცერთი მიმართულებით არ არის. ეს არის ერთ-ერთი სექტორი, რომლის მიმართაც მაღალი ინტერესია საბანკო სექტორის მხრიდან", – აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა.