მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებს ქმნის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ენერგოპროექტებისთვის?

61547ff42a587
დავით ჯალაღონია
29.09.21 21:31
771
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა მოამზადა. დოკუმენტში ამ სექტორის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და გამოწვევებზეა საუბარი.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზაზე ერთ-ერთ დაბრკოლებად კორპორაცია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებულ სირთულეებს ასახელებს.

“ფინანსური ხასიათის გამოწვევებს უფრო პრობლემატურს ხდის ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სისტემასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომელიც შეუძლებელს ხდის ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას სავალდებულო პროცედურების ინერციულობისა და დროის ხანგრძლივობის გამო”, - წერს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

ამასთან, ათწლიან დოკუმენტში ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან მომდინარე რისკებიც არის მოცემული.

“გაზის სექტორში ფუნქციონირებადი სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, შემოსავლებს ლარში იღებენ. სავარაუდოა, რომ გართულდება მოხმარებული ენერგეტიკული პროდუქტების საფასურის ამოღებაც მოსახლეობისა და მცირე საწარმოების გადახდისუუნარობის გამო, უმუშევრობის დონის მნიშვნელოვანი ამაღლებისა და სერვისებზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირების პირობებში, თუკი სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებები არ იქნა განხორციელებული მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის დახმარების უზრუნველყოფისათვის”, - ნათქვამია ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში.