07.დეკემბერი.2018 10:36
ეკონომიკა, საზოგადოება

რა პრობლემებს უნდა გასცეს პასუხი მცხეთის ახალმა გენგეგმამ? - მესამე მცდელობა

რა პრობლემებს უნდა გასცეს პასუხი მცხეთის ახალმა გენგეგმამ? - მესამე მცდელობა
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაქმნელად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

ისტორიული ქალაქის გენგეგმის მისაღებად ეს პირველი მცდელობა არ არის.

ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია იუნესკო-ს რეკომენდაციების დაცვით უნდა მომზადდეს. იმ ტექნიკურ დავალებაში, რომელიც სატენდერო მოთხოვნების ჩამონათვალს ახლავს, მოცემულია ის გამოწვევები, რაც ამჟამად მცხეთაშია, როგორც ურბანული, ისე სხვა გარემო პირობების თვალსაზრისით.

კერძოდ, ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ ისტორიულ ლანდშაფტში, მათ შორის, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასხვისებული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენება შეუსაბამო იქნება მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან. გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ მიწის გასხვისებასა და მშენებლობაზე მორატორიუმის ამოქმედებამდე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით განხორციელდა.

გენგეგმის დამკვეთი უწყება ტექნიკურ დავალებაში ასევე მიანიშნებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიებზე აშენებული ახალი ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები მცხეთის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნებთან შეუსაბამოა.

ზემოთ აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო ორგანიზაციამ მუნიციპალური განვითარების ფონდს, შესაბამისი ვადების დაცვით. შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს: მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მცხეთის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმები, მცხეთის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები და მცხეთის ქალაქთმშენებლობითი კადასტრი.

„საბოლოო შესამუშავებელი დოკუმენტები უნდა დაეფუძნოს მრავალდარგობრივ წინასაპროექტო კვლევებს, რომლებიც შუალედური დოკუმენტების სახით უნდა მიეწოდოს შემსყიდველს“, – აღნიშნულია სატენდერო პირობებში.

ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა წარუდგინოს, რისთვისაც საპროექტო ორგანიზაცია 1 800 000 ლარს მიიღებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, მცხეთის გენგეგმის დაწერის მსურველებს წინადადებების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 16-დან 21 დეკემბრამდე აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მესამე მცდელობაა. 2016 წელს აღნიშნული დოკუმენტი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორგანიზაცია „სალი 2011“-მა მოამზადა, რომელიც ადგილობრივმა საკრებულომ დაიწუნა. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში, მცხეთის გენგეგმისთვის ტენდერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, თუმცა შემდეგ მთავრობის სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა და სივრცითი დაგეგმარების საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა, ამიტომ ტენდერი შეწყდა.
ამ საკითხზე მესამე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა.
ავტორი: დათო ჯალაღონია

24.მაისი.2019 13:11
6

დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
24.მაისი.2019 12:31
83

საქართველოს მოქალაქეებმა I კვარტალში უცხოეთში ვიზიტებზე 359 მილიონი ლარი დახარჯეს

ვრცლად
24.მაისი.2019 12:12
129

სებ-ის პრეზიდენტი: ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით არასწორი ანალიზი კეთდება

ვრცლად
24.მაისი.2019 12:00
296

რა შემთხვევაში მიიღებენ სტარტაპები 650 000 ლარს?

ვრცლად
24.მაისი.2019 11:20
299

ქობულიას კრიტიკის „შედეგი“ – 27 მაისს დავით საგანელიძე პარლამენტში მივა

ვრცლად
24.მაისი.2019 11:00
126

ნიკა გაგუა ლარის კურსზე: ეს არის მერყეობები, რომლის თავიდან აცილებაც რთულია

ვრცლად