03.სექტემბერი .2019 11:51

რა პროცედურებია საჭირო ახალი მთავრობის დამტკიცებისთვის - კახიანის განმარტება

views 242
უკან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი იმ პროცედურას განმარტავს, რომელიც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისთვის არის საჭირო. კახიანი არ გამორიცხავს, რომ მთავრობისთვის ნდობის დამტკიცება-არ დამტკიცების საკითხი მიმდინარე კვირაში გადაწყდეს და ამისთვის დეპუტატებმა შაბათ-კვირასაც იმუშაონ.

„დღეს უკვე ოფიციალურად დასახელდა პრემიერ მინისტრობის კანდიდატი და პრემიერ-მინისტრმა დაასახელა მთავრობის მომავალი შემადგენლობა. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო განხილვები მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე. რას გულისხმობს ეს განხილვები? მოგეხსენებათ ახალი რეგლამენტის თანახმად, ეს პროცესი არის დროში უფრო გახანგრძლივებული, ვიდრე ადრე მომხდარა. ამ პროცესს დასჭირდება მთელი კვირა, სულ ცოტა ხუთი დღე, იმისათვის, რომ მთავრობას ნდობა გამოეცხადოს. სავარაუდოდ ხვალიდანვე დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, საკომიტეტო მოსმენებს დასჭირდება სულ ცოტა ორი დღე, კომიტეტები დაიყოფიან ბლოკების მიხედვით. მოხდება მინისტრობის კანდიდატების კომიტეტებში მოსმენა და სამთავრობო პროგრამების წარდგენა-განხილვა. ამის შემდეგ უკვე დაიწყება პარტიული ნაწილი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ანუ ეს გულისხმობს მთავრობის შემადგენლობის შეხვედრას ფრაქციებთან და უმრავლესობასთან, ამასაც დასჭირდება ორი დღე და ამის შემდეგ უკვე მეხუთე დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ. რეგლამენტი და კანონმდებლობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს პროცესი შაბათ-კვირასაც ჩატარდეს, ეს საკითხი გადაწყდება ბიუროზე", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა