მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროდუქციით ვაჭრობენ ერთმანეთთან რუსეთი და საქართველო

5eef6c2899517
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 19:00
1771
2020 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 13%-მდეა და TOP საექსპორტო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა ჩინეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 168.4 მლნ დოლარის საქონელი გავიდა. ექსორტირებული პროდუქციის მიხედვით, პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები, მეორეზე - ღვინო, მესამეზე კი მინერალური და მტკნარი წყლები. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, კლებაა.



რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს, კვლავ ლიდერობს ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ხორბალი და მესლინი. საერთო ჯამში, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში იმპორტზე 336 მლნ 882 ათასი დოლარი გავიდა.