მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პროექტები ხორციელდება ფოთის თიზ-ში - ირაკლი ნადარეიშვილი საწარმოო პროცესებს გაეცნო

5f9bdd8b477c7
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 13:34
784
გუშინ, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებსა და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია გაეცნენ.

ფოთის თიზ-ის ინფორმაციით, სტუმრებმა სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს, სადაც სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება.

ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორის დავით ებრალიძის თქმით, შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-მა ფოთის თიზ-ში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ 3.5 მლნ ლარი შეადგინა.

„ამჟამად საწარმო სრულად იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობს, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტები ექსპორტზე დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი) გადის. მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი. პირველ ეტაპზე საწარმოში დაგეგმილი იყო ყოველთვიურად 125 ტონა თხილის გადამუშვება, თუმცა პანდემიიის შედეგად შეფერხდა, როგორც საწარმოს ოფიციალური გახსნა, ასევე მისი სრული დატვირთვით ამუშავებაც. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 35 ადგილობრივი,რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებისთანავე გაიზრდება”, - განაცხადა დავით ებრალიძემ.



სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში , ასევე დაათვალიერეს შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ს საწარმო, რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი აშშ-ში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში მოხდება. საწარმოში დღეისათვის სრულად დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობს კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი. პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.

ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის შესახებაც, რომელმაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უკვე მიიღო.

დავით ებრალიძის თქმით, ქარხნის მშენებლობის დაწყება 2020 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა ეტაპობრივად 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხნის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 10 მლნ ლარს.

მათ ასევე დაათვალიერეს ფოთის თიზ-ში მიმდინარე ინფრასტუქტურული განვითარების პროექტი, კერძოდ 3 000 კვ.მ ფართობის საწყობის მშენებლობის პროცესი, სადაც თითქმის დასრულებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. საწყობის მშენებლობა 2021 წლის დასაწყისითვის დასრულდებ, რომელიც მშრალი ტვირთების დასასაწყობებლად იქნება განკუთვნილი.