15.ივლისი .2019 17:02

რა ქონება შეიძინა ზაქარია ქუცნაშვილმა მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდა

views 2058
უკან

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრი 2012 წლის 1 ოქტობრის არჩევნების შედეგად გახდა. ის თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

თავად ქუცნაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ქონება გასული წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ თუ 2012 წელს ნაღდი ფულისა და საბანკო ანგარიშების სახით ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საერთო დანაზოგი 4,640 ლარსა და $6,000 დოლარს შეადგენდა, ბოლო ქონებრივი დეკლარაციით ეს თანხა $30,009 დოლარსა და 3,329 ლარს შეადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახის ჯამური შემოსავლები (მისი ოჯახის წევრთა შემოსავლები ბიზნესებიდან, ქუცნაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელფასო შემოსავლები) 2018 წელს 354,997 ლარს შეადგენდა, 2012 წელს წარდგენილი დეკლარაციით კი, მისი შემოსავალი 204,462 ლარს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, სადეპუტატო საქმიანობიდან, 2018 წლის მანძილზე ზაქარია ქუცნაშვილმა 56,835 ლარი მიიღო.

დეპუტატის მამა ომარ ქუცნაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამ თანამდებობაზე მან ხელფასის სახით 22,500 ლარი მიიღო. ქუცნაშვილის მამა ამავდროულად, საინჟინრო კომპანია “ჯეოინჟინერინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, სადაც მან ხელფასის სახით 60,318 ლარი, ხოლო წილის ფლობის სახით კი, 106,184 ლარი მიიღო.

ქუცნაშვილის მეუღლემ თეა სანიკიძემ 2018 წელს შპს “ქ ენდ ქ კონსალტინგის” მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე - 15,000 ლარი, შპს ,,ნიტა პროქიურმენტ გრუპის” დირექტორის პოზიციაზე - 92,890 ლარი, ხოლო “შპს მთის ფარმას” დირექტორის პოსტზე 1,250 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის უძრავ ქონებას, 2018 წელს მან თბილისში განვადებით შეიძინა ბინა ტურგენევის ქუჩაზე - ფართობი 48 კვადრატული მეტრი. ამ ბინაში ქუცნაშვილმა $40,000 გადაიხადა. ამასთანავე, $230,000 დოლარად იპოთეკით იყიდა: სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი ტურგენევის ქუჩაზე. საერთო ფართობი 915 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამავე წელს შეიძინა სარდაფი 1000 დოლარად და კიდევ ერთი სარდაფი 500 ლარად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ეს ზაქარია ქუცნაშვილის ქონების სრული დეკლარაცია არაა, რადგან დეპუტატმა მის ოჯახთან დაკავშირებული ყველა კომპანია ამ დოჯუმენტში არ ასახა. TI საქართველო მიუთითებს, რომ კომპანიები: შპს “აგრა”, შპს “ქმბ”, შპს “ენერსი”, შპს “ქართულ-აზერბ. ერთობ. საპროექ.-სამშ კომპ. თბილ-ბაქო” დეკლრაციაში არ მიუთითა. ამ კომპანიებში წილებს ქუცნაშვილის მამა ფლობს.


2012 წელის დეკლარაციით ზაქარია ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი ასეთი იყო:

  1. მიწის ნაკვეთი საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, ფართობი - 1000.00 კვ.მ; 
  2. საცხოვრებელი სახლი საქართველო, ბათუმი, ჰეიდარ ბაშიძის 20/გორგასლის 103, ფართობი - 88.00 კვ.მ;
  3. არასაცხოვრებელი ფართი საქართველო, თბილისი, საბურთალოს 32, ფართობი - 89.00 კვ.მ;
  4. მიწის ნაკვეთი საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, ფართობი - 1900.00 კვ.მ;
  5. საცხოვრებელი სახლი საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, ფართობი - 150.00 კვ.მ;
  6. მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, სოფელი აგარაკები, ფართობი - 1500.00 კვ.მ;
  7. საცხოვრებელი სახლი საქართველო, თბილისი, საირმის ქ. გორა ნაკვეთი 85, ფართობი - 600.00 კვ.მ.


2018 წლის მდგომარეობით, ზაქარია ქუცნაშვილისა და მისი ოჯახის უძრავი ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. სარდაფი - 2018 წელი, ნასყიდობა 500GEL საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 2, 4 კვ.მ; 
  2. ბინა - 2018 წელი, განვადებით ნასყიდობა 40000USD საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 2, 48 კვ.მ; 
  3. სარდაფი - 2018 წელი, ნასყიდობა 1000USD საქართველო, თბილისი, ტურგენევის ქუჩა 4, 16,26 კვ.მ; 
  4. სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი, 2018 წელი, იპოთეკური სესხი 230000USD საქართველო, თბილისი,ტურგენევის ქუჩა 4, 915,61 კვ.მ; 
  5. მიწის ნაკვეთი, 2018 წელი, ნასყიდობა 35000USD საქართველო, ყაზბეგი, დაბა სტეფანწმინდა, 888 კვ.მ; 
  6. ბინა, 2018 წელი, იპოთეკური სესხით და პირადი სახსრებით 76000USD საქართველო, თბილისი, კარტოზიას ქ.10.კორპ.3, 85,86 კვ.მ; 
  7. მიწის ნაკვეთი - 1993 წელი, საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, 1110 კვ.მ; 
  8. მიწის ნაკვეთი - 2017 წელი, ნასყიდობა 5535GEL საქართველო, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზარიძეები, 136 კვ.მ; 
  9. მიწის ნაკვეთი - 1993 წელი, საქართველო, თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფ.ხოფცა, 10000 კვ.მ; 
  10. ბინა 2016 წელი, ნასყიდობა 50700USD საქართველო, თბილისი,, კარტოზიას ქ.#10, ბ.98, 59,99 კვ.მ; 
  11. მიწის ნაკვეთი - 2013 წელი, ნასყიდობა საქართველო, თიანეთი,ხევსურთსო ფელი, თიანეთი,ხევსურთსო ფელი, 602 კვ.მ (წილის ფლობა 70%); 
  12. არასაცხოვრებელი ფართი - 2013 ნასყიდობა 15000USD საქართველო, თიანეთი, ხევსურთსო ფელი, თიანეთი,ხევსურთსო ფელი, 345,92 კვ.მ; 
  13. არასაცხოვრებელი ფართი - 2012 წელი ნასყიდობა 70000USD საქართველო, თბილისი, საბურთალოს 32, 88,57 კვ.მ; 
  14. მიწის ნაკვეთი - 1988 წელი, კომლის გაყოფა 0GEL საქართველო, თიანეთი, სოფელი ხოფცა, 2019 კვ.მ; 
  15. მიწის ნაკვეთი - 2017 წელი, გამიჯვნის ხელშეკრულება 0GEL საქართველო, თიანეთი,დაბა სიონი, თიანეთი,დაბა სიონი, 450 კვ.მ; 
  16. მიწის ნაკვეთი - 2013 წელი, ნასყიდობა 30210GEL საქართველო, თბილისი, დიდი ლილო, თბილისი, დიდი ლილო, 1590 კვ.მ; 
  17. საცხოვრებელი სახლი - 2008 წელი, აშენებულია ომარ ქუცნაშვილის მიერ 180000USD საქართველო, თბილისი, საირმის გორა ნაკვეთი 85, 496 კვ.მ; 
  18. მიწის ნაკვეთი - 2014 წელი, ნასყიდობა, არასაცხოვრებელ ფართთან ერთად სოფ. ზარიძეები 1485GEL საქართველო, თიანეთის რაიონი, ზარიძეები, 36,7 კვ.მ; 
  19. არასაცხოვრებელი ფართი - 2014 წელი, ნასყიდობა 1485GEL საქართველო, თიანეთის რაიონი, ზარიძეები, 36,7 კვ.მ. 

2012 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქუცნაშვილის ოჯახის სახელზე არცერთი ავტომობილი არ ირიცხებოდა, 2018 წლის დეკლარაციაში კი, დეპუტატს ორი ავტომობილი ჰყავს მითითებული:

ზაქარია ქუცნაშვილი - მსუბუქი ავტომანქანა Toyota Land Cruzer Prado 2013 ნასყიდობა 39000 USD;
ომარ ქუცნაშვილი - მსუბუქი ავტომანქანა Honda CRV 2014 ნასყიდობა 25000 USD.

ცნობისთვის: უახლოეს მომავალში ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს დატოვებს. როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, არ იქნება სწორი, მან პოზიცია შეინარჩუნოს. შეგახსენებთ, რომ კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვება ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა