25.ოქტომბერი .2021 23:10

რა რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი იწარმოება ქვეყანაში?

რა რაოდენობის სამედიცინო ჟანგბადი იწარმოება ქვეყანაში?
views 203
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 40 კოვიდ კლინიკაში სამედიცინო ჟანგბადის წარმოება, ხოლო 12 კლინიკაში ჟანგბადის საწარმოს მონტაჟი მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, კლინიკებში ყოველდღიურად 4 069 320 ლიტრი ჟანგბადი გამომუშავდება. მათივე თქმით, პაციენტზე ჟანგბადის ხარჯი დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ფორმაზე. მაგალითად, ნაზალური კანულის გამოყენების შემთხვევაში საშუალო ხარჯი წუთში შეადგენს 3 ლიტრს, "სიპაპის" - 22 ლიტრს, ხოლო სახის ნიღბის - 8 ლიტრს.

სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ წერია რა რაოდენობის ჟანგბადი გამოიყენება მაღალი სიხშირის წნევის აპარატების ე.წ “ჰაი ფლოუს" შემთხვევაში, რომელიც გამოყენების დროსაც როგორც წესი ყველაზე დიდი რაოდენობის ჟანგბადი იხარჯება.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან 1,241.520 აშშ დოლარის ჟანგბადი შეიძინა. 2020 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 20 890 აშშ დოლარია.
ყველაზე დიდი რაოდენობის ჟანგბადი საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან თურქეთისა და აზერბაიჯანისგან შეიძინა.