მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რაოდენობის წყალი სჭირდება ChatGPT-ს თითოეულ დასმულ შეკითხვაზე პასუხისთვის? - კვლევა

6447bf5fdcc70
სალომე ხიდურელი
25.04.23 23:00
3825
ახალი კვლევის თანახმად, ყოველ 20-დან 50-მდე დასმულ შეკითხვაზე ChatGPT ერთ ბოთლ წყალს “სვამს”.

ChatGPT OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტია, რომელმაც პოპულარობა მომხმარებლის მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემით მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ChatGPT ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა გასულ ნოემბრის, ჩატ-ბოტი გამოიყენება ყველაფერში, დაწყებული პოეზიიდან, დასრულებული მედიცინის სტუდენტების საგამოცდო კითხვებზე პასუხის გაცემით.

ახალი კვლევა, რომელიც აშშ-ში კოლორადოს Riverside-სა და ტეხასის Arlington-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აწარმოეს, აშშ-ს წყლის მოხმარებაზე ახალ ცნობებს იძლევა. ცნობისთვის, კვლევის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ განხილულა და ის გამოქვეყნებამდე გაავრცელეს.

კვლევის ავტორის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მოდელების “წყლის ნაკვალევი” რადარზე შეუმჩნევლად რჩება.

აღნიშნულ კვლევაში განხილულია სუფთა წყალი, რომელსაც იყენებენ მონაცემთა ცენტრები ელექტროენერგიის გამომუშავებისა და სერვერების მართვისთვის.

დღეს არსებული ჩატ-ბოტების უმრავლესობა მტკიცედ ემყარება იმ მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ ათასობით სერვერს, სადაც კომპიუტერები “წვრთნიან” ალგორითმს სხვადასხვა დავალების შესრულებაში, მათ შორის მომხმარებლის კითხვებზე პასუხში.

20-დან 50 კითხვამდე დიალოგში, კვლევის თანახმად, AI ჩატ-ბოტს დაახლოებით 500მლ წყლის “დალევა” შეუძლია.

“შესაძლოა, 500მლ წყალი ბევრი არ ჩანდეს, თუმცა ჩატ-ბოტის წყლის ნაკვალევი საგანგაშოდ დიდია, თუ გავითვალისწინებთ ChatGPT-ს მილიარდობით მომხმარებელს” - ამბობენ მკვლევარები.

მეცნიერებს სჯერათ, რომ მხოლოდ GPT 3-ის მომზადების პროცესში, კომპანია Microsoft-მა უკვე გამოიყენა 700 000 ლიტრი სუფთა წყალი, ხელოვნური ინტელექტის უფრო კომპლექსური მოდელები, მაგალითად GPT 4, კი მომზადების პერიოდში კიდევ უფრო ბევრ წყალს გამოიყენებენ, თუმცა ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.