მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეაგირება ექნება სამინისტროს სკოლებსა და ბაღებში აღმოჩენილ დარღვევებზე? - ტიკარაძე

5f50a45f6c397
ინგა მურუსიძე
03.09.20 12:06
601
ჯანდაცის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სკოლებსა და ბაღებში ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

„საჭიროების შემთხვევაში დაიხურება სკოლა, გაკეთდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა და აღსრულება, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ სწავლის განახლების საშუალება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიზანი საჯარიმო სანქციები არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და რეკომენმდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ, რომ ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც ბაღებზე, არც მასწავლებლებსა და მშობლებზე. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა მინისტრმა.