21.ივნისი .2022 10:46

რა რეაქცია ჰქონდა პრემიერს ევროკომისიის რეკომენდაციაზე? - ღარიბაშვილის პასუხი

რა რეაქცია ჰქონდა პრემიერს ევროკომისიის რეკომენდაციაზე? - ღარიბაშვილის პასუხი
views 3149
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს უსამართლოს უწოდებს. ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე მოდერატორის ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - სამივე ერთად ამ კვირას ელოდებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. პარასკევს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ეს სტატუსი და საქართველოს მეტი სამუშაო აქვსო, რა იყო თქვენი რეაქცია? 

პრემიერი: „უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს უკრაინისთვის სტატუსი მიენიჭებინათ იმიტომ, რომ ის ომშია. მოლდოვაც ძალიან მჭიდრო მეზობელი ქვეყანაა და ისიც რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები აქვს ზედაპირზე. თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ეს სტატუსი მიენიჭებოდა, რატომ?! იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანმა, მაგრამ სამივე ერი ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანაა, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება.

ბუნებრივია, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი პირობებით, მაგრამ პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა“, - განაცხადა პრემიერმა.

დამაზუსტებელ კითხვას -  მიიჩნევთ თუ არა, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ მოექცა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა და კიდევ გაიმეორა, რომ „ეს არის წახალისება და ბონუსი უკრაინისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა