მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ IMF-ის პროგრამის ფარგლებში?

5eae975993485
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.20 14:35
1030
პარასკევს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა. IMF-ის დირექტორთა საბჭომ ასევე დაამტკიცა SDR147 მილიონის ($200 მილიონი დოლარის) გამოყოფის შესახებ არსებული წინადადება. თანხას საქართველო უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიიღებს.

IMF-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამა საქართველოსგან რეფორმების გატარებასაც მოითხოვს.

მერსედეს ვერა-მარტინი ამბობს, რომ ამ რეფორმათა შორისაა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემის გაუმჯობესება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც პროგრამით არის გათვალისწინებული, სახელმწიფოსგან ფისკალური რისკების ანალიზის სისტემის სრულყოფაში მდგომარეობს. ასევე ხაზგასმულია საბანკო სექტორის რეზოლუციის მექანიზმის შექმნის აუცილებლობაც.

მერსედეს ვერა-მარტინი საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ:


- თუ ხედავთ შესაძლო წინაღობას, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოსთვის თანხის გადმორიცხვის პროცესს? - ამჟამად მთავრობა პარლამენტის წინაშე 2020 წლის განახლებული ბიუჯეტით უნდა წარსდგეს, არის თუ არა თქვენს დაფინანსებაში გათვალისწინებული მოთხოვნები საქართველოში მაგალითად კონკრეტული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების თაობაზე?

- ეს მართლაც კარგი კითხვაა. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ფაქტი, რომ ჩვენ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში ვმოქმედებთ საქართველოსთან მიმართებით, ნიშნავს იმას, რომ მთავრობა განაგრძობს რეფორმების გატარების პროცესს, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული. არის შესაბამისი რეფორმებიც, რომლებიც განსაზღვრულია. მაგალითად საბანკო სისტემის რეზოლუციის ჩარჩო სისტემის მიღება, ასევე ჩვენთვის მნიშვენლოვანია გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების სისტემის განვითარება. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ფისკალური რისკების ანალიზის სისტემის გაფართოება, რაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაშიც პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყოს პასუხისმგებლიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია თვალნათლივაც ვხედავთ.

- ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მსურს დამატებითი კითხვა დაგისვათ, საქართველოს საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებში მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2020 წლის ბიუჯეტით, სახელმწიფო უნდა წარსდგეს, როგორც მაგალითი იმაში რომ მოხდეს ხარჯების შემცირება. თქვენ როგორ ხედავთ 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს?

- ჩვენ ვართ იმგვარ კრიზისში, რომელიც სხვას არ ჰგავს, ეს არ არის ისეთი რამ რაც წარსულშიც გვაქვს ნანახი. ის 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისგანაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს არის კრიზისი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის რეალურ სექტორზე - ბიზნესებზე, შინამეურნეობებზე ყველაფერზე. ჩვენ წევრ ქვეყნებს კრიზისების დროს მოვუწოდებდით გამოეყენებინათ სრული ამუნიცია იმ შეიარაღებების რაც მათ არსენალში იყო. საზოგადოებებმა უნდა დანერგონ საკმაოდ მკაცრი შემზუდავი ნორმები - მოქალაქეებს გარეთ გასვლა თუ სამსახურში წასვლა შეზღუდული აქვთ. ისინი ვეღარ სტუმრობენ მაღაზიებს, რესტორნებს თუ სხვა დაწესებულებებს.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოთა მიერ კომპენსაციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ, რათა მათ ამ შოკის პირობებში, გარკვეული დახმარება მაინც მიიღონ. შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვის პრიორიტეტებიც უნდა შეიცვალოს.

ჩვენი პროგრამის მიმდინარეობის პირობებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების შემცირება და გაზრდილი ინფრასტრუქტურული ხარჯვის მხარდაჭერა, რათა საქართველო საერთაშორისო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებულიყო. გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ ბიუჯეტის ინფრასტრუქტურულმა ხარჯებმა რეკორდულ მაჩვენებელს, მშპ-ის 8%-ს მიაღწია.

დღეს კი პრიორიტეტი შეცვლილია. ამჟამად პირველი პრიორიტეტია დახმარება გაეწიოთ მათ, ვინც ინფიცირდება, უზრუნველყოფილი იყოს კარანტინის პირობები, შესაბამისად პრიორიტეტია ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები. პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ საავადმყოფოები იყოს უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი მარაგით, რაც ამ პერიოდში არის საჭირო.

მეორე ელემენტი კი არის მოსახლოებისა და ბიზნესების მხარდაჭერა იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული, რომ იმ დროისთვის როდესაც შოკი მიილევა, მათ განაგრძონ ოპერირება.

მერსედეს ვერა-მარტინი Forbes-ის კვირაში: