პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქმიანობის 4 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია იმ რეგულაციების და რეფორმების შესახებ, რომლებზეც კომიტეტი გასული წლების განმავლობაში საქმიანობდა, მათ შორისაა კონკურენციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, ანტიდემპინგი და სხვა ცვლილებები.
კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად:
მიღებულია კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლის შედეგად:
● დაინერგა ბაზრის ახალი მოდელი, შეიქმნა ტრეიდერის და მიმწოდებლის ინსტიტუტი.
● დაფუძნდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა;
● საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლა და საბალანსო მექანიზმის დანერგვა, რომლის პლატფორმაზეც ყოველდღიურად ივაჭრებენ მიმწოდებლები და მომხმარებლები და რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს წარმოშობას.
● გადამცემი სისტემების და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების განცალკევება;
მიღებულია კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომლის შედეგად:
● განისაზღვრა ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებულ შენობებში, რომლის თანახმადაც, ყოველწლიურად, ადმინისტრაციული ორგანოების სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობები დაექვემდებარება საერთო სასარგებლო ფართის 1%-ით განახლებას.
● განისაზღვრა ენერგოეფექტურობის პოლიტიკა სამრეწველო დანიშნულების შენობებში.
● მოხდება ენერგო-აუდიტის სამსახურის დანერგვა და სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის შექმნა.
მიღებულია კანონი „შენობების ენერგო ეფექტიანობის შესახებ“, რომლის შედეგად:
● ყველა ახალი შენობა და მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. 2027 წლის შემდეგ აშენებული საჯარო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგო-მოხმარების მოთხოვნებს.
● 2029 წლიდან ყველა ახალი მშენებლობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგო-მოხმარების მოთხოვნებს.
● ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ვალდებულება ახალი და არსებული შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა.
● შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირება.
მიღებულია კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, რომლის შედეგადაც:
● მოხდება განახლებადი ენერგიის ათწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება;
● 2030 წლისთვის, ყველა სახის ტრანსპორტში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი ენერგიის საბოლოო მოხმარების სულ მცირე 10% უნდა შეადგენდეს.
● განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გაანგარიშების მოდელი;
● მშენებლობის და ტრანსპორტის სფეროში სხვადასხვა მხარდაჭერის სქემის დადგენა;
● სავალდებულო გახდა ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგო ეტიკეტირება, რაც უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებულობას;
კონკურენციის პოლიტიკა - განხორციელდა ცვლილებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, შედეგად:
● მოხდება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაზრდა;
● განმტკიცდება კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში;
● დაიხვეწა კანონი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვასთან მიმართებით.
მიღებულია კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“.
სივრცითი მოწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, რომლის შედეგადაც:
● მოხდა მშენებლობის ნებართვის მიღების გამარტივება - სამ-სტადიანი წარმოებიდან ორ-სტადიაზე;
● დადგინდა მშენებლობის ზედამხედველობის ძირითად სახეები - საჯარო, ტექნიკური და უსაფრთხოების;
● განისაზღვრა არქიტექტორების და მშენებელ-ინჟინერთა სერტიფიცირება.
● დადგინდა შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ მდგრადობასთან, სეისმომედეგობასთან, ცეცხლმედეგობასთან, ენერგოეფექტურობასთან და ხმაურისაგან დაცვასთან დაკავშირებით ძირითადი მოთხოვნები;
საქმიანობის სტატისტიკური შედეგები:
● კომიტეტის სხდომები - 183
● წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საკანონმდებლო ინიციატივები - 204
● სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები - 1087
● წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები - 21
● სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები - 127
● სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განხილული ანგარიშები - 13
● წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული ანგარიშები - 17
● თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით თანამდებობის პირთა რაოდენობა - 16
● განხილული საკანონმდებლო წინადადებები - 17
● პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირთა მოსმენა - 20.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა