მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეჟიმით გაიხსნება მოსკოვის ბირჟა? - განცხადება

621f03be669a5
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 10:55
1201
მესამე დღეა მოსკოვის ბირჟა დაკეტილია. რუსეთის ცენტრალურმა ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დღეს 2 მარტს მოსკოვის ბირჟა ვაჭრობას არ განაახლებს, გარდა ცალკეული სექციებისა. 

"რუსეთის ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 2 მარტს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განაახლოს საფონდო ბაზრის სექციაში, გამონაკლისს წარმოადგენს "გამოსყიდვის: პირდაპირი შეკვეთების" რეჟიმი, რუბლში ანგარიშსწორებით; ვადიანი ბაზრის სექციაში, ფულის განყოფილების ვადიანი საბაზრო ინსტრუმენტების გამოკლებით; საქონლის სექციაში (ძვირფასი მეტალები) და სარკისებური კონტრაქტები ფიუჩერსებზე, ორიგინალურ საიტებზე „დახურვის პოზიციების“ რეჟიმში; სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების განყოფილებაში;

მოსკოვის ბირჟის მუშაობის 3 მარტის რეჟიმი რუსეთის ბანკის ოფიციალურ საიტზე მოსკოვის დროით, 09:00 საათამდე გამოცხადდება“, - ნათქვამია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორშაბათსა და სამშაბათს მოსკოვის საფონდო ბირჟა დახურული იყო. პარალელურად, რუსეთის მთავრობამ დააწესა "კაპიტალის კონტროლის" სხვადასხვა ზომა, რომელიც ინვესტორებს, ბიზნესებს და მოქალაქეებს ქვეყნიდან თანხის გატანას უზღუდავს.