მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკები ახლავს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციას?

5e1adfd9e2c61
თათია ჩაფიჩაძე
12.01.20 13:00
1021
„თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 2012 წელს 9 ცენტი იყო, დღეს ფასი 5 ცენტს ჩამოცდა, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მივუშვებთ ბაზარს, შეიძლება საბითუმო ბაზარზე ფასი დაბლა ჩამოვიდეს“ - ეს განცხადება Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

ჩახაშვილმა საქართველოსა და თურქეთში გათანაბრებული ტარიფის მიზეზებზეც ისაუბრა.

„2019 წელს პირველად მოხდა, რომ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში გვქონდა ექსპორტი ისიც მცირე რაოდენობის და მხოლოდ იმ სადგურების მიერ, რომლებსაც გარანტირებული ექსპორტის ხელშეკრულება ჰქონდათ.

მაის-ივნისში მოხდა ექსპორტი და ამ თვეებში თურქეთის ფასი ჩვენზე უფრო დაბალი იყო. თურქეთის ბაზარს, რომ ვუყურებთ იქაც გარკვეული რყევებია. ჰიდროსადგურების გენერაცია ამ პერიდოში იქაც იზრდება და ამას უკავშირდება ხოლმე ფასის კლება. ამასთან ერთად, თურქეთის ბაზარს აქვს დამატებითი წახალისების მექანიზმები, შესაბამისად, იქაური ინვესტორებისთვის მომგებიანია, რომ ინვესტიციები გაკეთდეს. სხვათა შორის, ბუმი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი შეიძება ითქვას, რომ მოხდა იქაური წახალისების ხარჯზეც.

როცა ვფიქრობთ ხოლმე, რომ თუ საქართველოში ბაზარი გაიხსნა და ჩამოყალიბდა ისეთივე ვაჭრობა, როგორც თურქეთშია, საით წავა ფასი? არის შიში, რომ რადგან იმპორტდამოკიდებულები ვართ, ფასი პირველ ეტაპზე გაიზრდება, თუმცა თურქეთის მაგალითს რომ ვუყურებთ, 2012-ში თუ ფასი 9 ცენტი იყო, დღეს ფასი 5 ცენტს ჩამოსცდა, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მივუშვებთ ბაზარს, შეიძლება საბითუმო ბაზარზე ფასი დაბლა ჩამოვიდეს“ - მიიჩნევს მარიამ ჩახვაშვილი.