მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკებს შეიცავს დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადი? - BAG

614b3e2169007
სალომე მეცხვარიშვილი
22.09.21 21:15
1497
“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს ეხმაურება, სადაც IMF აცხადებს, რომ 20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის საშემოსავლო გადასახადის შემცირების იდეა მათთვის მისაღებია, მაგრამ არა ახალი გადასახადების ხარჯზე. ვინ შეიძლება ჩაითვალოს ასეთ პირად ჯერჯერობით უცნობია და ამის პროგნოზირება ბიზნესსაც უჭირს. ლევან ვეფხვაძე სხვა რისკებზეც საუბრობს.

“აქ ორი პრობლემაა: ვიღაცებს არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაბალი ანაზღაურება აჩვენონ და მეორე, როცა ბიუჯეტს რაღაც თანხები აკლდება, შემდეგ იწყებენ ფიქრს, საიდან უნდა შეივსოს ეს დანაკლისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ გახდეს დამატებითი წნეხი ბიზნესისთვის”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.