საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა “საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ამ სტატუსის თანმდევი საგადასახადო შეღავათები. ამ სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად იქნება 5%.
საკანონმდებლო მაცნეზე დადგენილების ტექსტი უკვე გამოქვეყნდა, შესაბამისად კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს უკვე შეუძლიათ გაეცნონ იმ პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ ახალი სტატუსის მოპოვებისთვის ესაჭიროებათ. დადგენილების მიხედვით, შეღავათების მოთხოვნის შესაძლებლობა ძირითადად IT და საზღვაო გადაზიდვების სფეროში ჩართულ კომპანიებს შეეძლებათ.
მთავრობის გადაწყვეტილებაზე BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში IT კომპანია „სინტაქსის“ დირექტორმა, სალომე მახარაძემ ისაუბრა:
„გადაწყვეტილებას ცალსახად პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი კომპანიის პირდაპირი ხარჯებია და ამ ხარჯების დაზოგვა დაგვეხმარება, რომ ეს ხარჯები განავითაროს და უფრო დიდი ნაბიჯებით წავიდეს წინ. კვალიფიციური კადრის შენარჩუნება, სერვისების გაზრდა, პორტფოლიოს გაზრდა და არსებული კადრის განვითარება - ეს იქნება ის, რასაც ეს რეფორმა მოგვიტანს. ყველაფრის მიუხედავად, არსებობს გარკვეული რისკების", - განაცხადა მახარაძემ.
ის საგადასახადო ცვლილებებში ორ ძირითად რისკს ხედავს.
1. საერთაშორისო კომპანიად დარეგისტრირებას პირველ რიგში სჭირდება 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, რატომ 2 წელი? მე თუ ვარ სტარტაპი და მაქვს 1 წლიანი გამოცდილება, რატომ მზღუდავ? რატომ არ მაძლევ შესაძლებლობას, რომ განვითარდეს? არ აქვს მნიშვნელობა, არარეზიდენტი იქნება თუ რეზიდენტი. რეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განვითარდეს და წინ წავიდეს".
2. სახელმწიფოსთვის კარგია არარეზიდენტი კომპანიების შემოსვლა სახელმწიფოში და აქ დაფუძნება, თუმცა შეიძლება აქაური კომპანიებისთვის დამატებითი კონკურენტების შემოყვანად ჩაითვალოს. კონკურენცია კარგია, ამით იზრდება კომპანია და იქ არსებული კადრიც, თუმცა IT ბაზარი ისედაც დიდია და არარეზიდენტი კომპანიის დამატება შესაძლოა ჩვენთვის იყოს სარისკო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?