06.მარტი .2020 12:51

რა რისკებს ხედავს ჯანდაცვის მინისტრი იტალიასთან ფრენების შეჩერების შემთხვევაში

views 3439
უკან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებიდან დაბრუნდებიან და ეს მათ გაკონტროლებას უფრო გაართულებს.

როგორც ტიკარაძე საკითხის კომენტირებისას ამბობს, ამ ეტაპზე ფრენების შეჩერება არ განიხილება.

"ფრენების შეწყვეტაზე ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაცია არ აქვს, თუმცა ავიაკომპანიები
თავად მიმართავენ ფრენების შეჩერებას, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ამ ეტაპზე არ ვაპირებთ იტალიასთან ფრენების შეჩერებას, რადგან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ მათ შევუქმნით დამატებით პრობლემებს, ხოლო შემდეგ მოუწევთ სხვა გზებით დაბრუნება საქართველოში, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში, პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნად გაართულებს, ისედაც მსოფლიოში არსებული კრიტიკული ვითარების გამო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა