2023 წლის 1-ელი იანვრიდან განისაზღვრება მინიმალური ხელფასი, რომლის გადახდაც კლინიკებს ექიმებისა და ექთნებისთვის მოუწევთ. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს.
ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია მახარაშვილი იმ რისკებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებით შეიქმნას.
„გასაგებია, რომ მიდგომა აპრობირებულია სხვა ქვეყნებში, დაფინანსების ძველი მეთოდის პირობებში ძალიან გაჭირდებოდა. შესაძლებელია, რომ DRG-დაფინანსების პირობებში მოგვცეს უკეთესი შესაძლებლობა, რომ ეს მარტივად გადავლახოთ, თუმცა რჩება ბევრი კითხვა. კლინიკებს ახლაც აქვთ საათობრივი ანაზღაურება, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ქირურგიული მომსახურების შემთხვევაში საათობრივი ანაზღაურება. მაგალითად, არის ექიმი, რომელიც დღეში ხუთ ოპერაციას აკეთებს, იმიტომ რომ კვალიფიციურია, მოთხოვნადია და ა.შ. ასევე არის ექიმი, რომელმაც შეიძლება საერთოდ არ გააკეთოს ოპერაცია დღიურად, როგორ უნდა დავარეგულიროთ ეს საკითხი? ორივე ექიმს თანაბრად, საათობრივი ანაზღაურება უნდა მივცეთ? ეს არის გაუგებარი, თუმცა თანხობრივად, ანაზღაურება შეიძლება მეტი იყოს დღეს ზოგიერთ შემთხვევაში. კითხვა რჩება ექიმების ჯგუფის შემთხვევაშიც, რომელთა როლი კლინიკაში აუცილებელია, თუმცა არ არის ისეთი აქტიური. ამ ნაწილში გაჭირდება დაფინანსება, რადგან ხარჯები გაიზრდება. გამოდის, რომ სხვა რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს მათი ანაზღაურება“, - განაცხადა მახარაშვილმა.
ის ასევე ფიქრობს, რომ შესაძლოა მოტივაციის მხრივ პრობლემები შეიქმნას და ექიმებმა შესაძლოა არსებული დატვირთვით აღარ იმუშაონ.
ხოლო კითხვას, გაიზრდება თუ არა კლინიკებში არაფორმალურად დასაქმების შემთხვევები, მახარაშვილი პასუხობს, რომ ამის რისკი სავარაუდოდ არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი