მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საჭიროა ცალკე სტრუქტურა ღამის ეკონომიკის მენეჯმენტსთვის? - სერგი გვარჯალაძის პასუხი

5e663a35e98a3
სალომე მეცხვარიშვილი
09.03.20 18:55
1477
2 წლის შემდეგ თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯმენტს კონცეფცია აქვს. დოკუმენტი საჯარო ჯერ არ არის და მისი პრეზენტაცია უახლოეს 2 კვირაში იგეგმება. კონცეფციის შესახებ ტენდერი 2-ჯერ ჩაიშალა, მისი დაწერა ბოლოს ისევ ღამის ეკონომიკის გუნდმა გადაწყვიტა.

როგორც ღამის ეკონომიკის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ამბობს, დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ფუნქციებს, რომელიც ამ ქვედანაყოფს გააჩნია. გვარჯალაძის თქმით, მათი უფლებამოსილება იქნება მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება, ღონისძიებების მოწყობა, კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მედიატორის როლის შესრულება, კონკრეტულ საკითხებზე. კითხვაზე, რა საჭიროა დამატებითი ქვედანაყოფის შექმნა იმ საკითხების მოგვარებისთვის, რომელიც მერიის სხვადასხვა დანაყოფებს უკვე აბარიათ, გვარჯალაძე ამბობს, რომ მათი თემები მაინც უფრო სპეციფიკურია.

“ძალიან ბევრი სპეციფიკური საკითხია, მაგალითად ვხედავთ, რომ არის მოთხოვნა უფრო უნიკალური ღონისძიებების შექმნაზე, არის მოთხოვნა და პრობლემატურია მომსახურების და სერვისის სფერო. სპეცილიზირებული ექსპერტები არ გვყავს ამ სფეროში, ამიტომ ასეთი ერთეულის ფუნქცია არის სწორედ დააკვალიანოს დაინტერესბეული მხარეები - ბარები იქნება ეს, რესტორნები თუ მომხმარებლები.

ამის გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ შარშან ჩვენ ჩავატარეთ ბიზნესებს შორის შეხვედრები, გარკვეული კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან გვაქვს და გვაქვს საშუალება, რომლისთვისაც ცალკე ერთეული მერიაში არ არსებობს.

ჩვენი ფუნქცია და მოვალეობა, ვფიქრობ, ესეც არის, რომ ახალი პროდუქტები, ახალი ფესტივალები შეიქმნას, მოხდეს ქალაქის პოზიციონირება მსოფლიოს ბაზრებზე, ეს ჩვენი მოვალეობაც იქნება. ბოლო წელიწად-ნახევარია ამას ვახერხებთ კიდეც, დაწყებული საერთაშრისო ფორუმით, რომელიც ჩატარდა პირველსავე წელს და ასეთ ღონისძიებები გაგრძელდება”,- ამბობს სერგი გვარჯალაძე.