მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა საჭიროა ეს კანონპროექტი?" - ცქიტიშვილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

5ec647fd8dabd
ინგა მურუსიძე
21.05.20 13:30
1129
არც ბიზნესის წახალისებაა და არც სამუშაო ადგილები იქნება, რა საჭიროა ეს კანონპროექტი? – ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს წარადგენს.

ცვლილებების თანახმად, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქეები, ასევე კომპანიები, რომლებიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს, 750 ლარის ნაწილში გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან.

„ზოგადად, ციფრებით გავიგეთ, რომ რაღაც შეღავათებს აწესებთ, მაგრამ თუ კონკრეტულ ბიზნესს არ ჰყავს მომხმარებელი და ადამიანს აღარ აქვს ბიზნესი, როგორ შეიძლება მას გადასახადის გაუქმებამ შეუნარჩუნოს სამუშაო? თუ არ აქვს ბიზნესი, მას გაუუქმებთ საშემოსავლოს თუ არა, მისთვის არაფერს ცვლის სამუშაო ადგილის შენარჩუნების კუთხით. საშემოსავლო გადასახადი არის დასაქმებულის გადასახადი სახელმწიფოში, რაც არ უნდა შეღავათი გაუკეთოთ კომპანიას, ეს არის დასაქმებულის ფული. ანუ, ეს არის დასაქმებულის ფული, რომელიც უნდა დარჩეს დასაქმებულს, ხოლო თუ ამას დავუტოვებთ ბიზნესს, ეს არის წართმევა თანხის იმ კონკრეტული დასაქმებულის მიმართ. როგორც შეიძლება 750 ლარიან ხელფასიან ადამიანს გამოვართვათ 150 დოლარი და მივცეთ კომპანიას? ეს არ არის ბიზნესის წახალისების მექანიზმი, არც სამუშაო ადგილების შექმნის მექანიზმი აქ არ ჩანს. ანუ, რატომ ვაკეთებთ ამას, რა აზრი აქვს?“, - მიმართა დიმიტრი ცქიტიშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ,საპასუხოდ გიორგი კაკაურიძემ განმარტავს:

„არის ბიზნესის რამდენიმე კატეგორია, რომელსაც მცირედით, 5-10%-ით შეუმცირდა გაყიდვები, თუმცა არის ბიზნესები, რომლებსაც 50%-ით შეუმცირდა გაყიდვები და არის ბიზნესი, რომელიც საერთოდ განულებულია. კანონის მიზანი არის, რომ ბიზნესი, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი მცირედით, ან 50%-ით, ფიქსირებული ხარჯებისგან გათავისუფლება კარგია იმისთვის, რომ მათ შეძლონ შემცირებული შემოსავლების პირობებში მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელფასიც კი შეუმციროს თანამშრომლებიც ნაწილს, მაგრამ ამ ფონზეც მეტი თანამშრომელი შეინარჩუნოს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი შეღავათების დაწესება. კანონპროექტის მიზანია გაუჩინოს ბიზნესს მეტი ლიკვიდური თანხები, რომ მეტი დასაქმებული შეინარჩუნოს“.