მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საჩუქარი გაუკეთა პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს

5d9c57925c2bd
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 22:10
1184

საკუთარ დაბადების დღეზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავსა და პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს ხელფასები მოუმატა.



შესაბამის განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა ხელი 7 ოქტომბერს მოაწერა; ბრძანების მიხედვით, პუტინისა და მედვედევის ყოველთვიური ხელფასი 4.3%-ით გაიზარდა.




ბრძანება ძალაში უკვე შევიდა და პირველ ნოემბერს რუსეთის მეთაურები გაზრდილ ხელფასს აიღებენ.


როგორც რუსული გამოცემა TASS იუწყება,  ხელფასები ყველა მინისტრისთვის, რუსეთის გვარდიის, საგარეო დაზვერვის სამსახურის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო კურიერის სამსახურის, გენერალური პროკურატურისა და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელებისთვის გაიზარდა.

 


კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პუტინმა 2018 წელს 8,65 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც დაახლოებით, 133,000 აშშ დოლარია. ამასთან, პუტინის ხელფასი მედვედევის ანაზღაურებაზე 1.3 მილიონი რუბლით ნაკლები იყო; რუსეთის პრემიერმა გასულ წელს 9,9 მილიონი რუბლი გამოიმუშავა.


 

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის ქონებრივი მდგომარეობაც ბოლო რამდენიმე წელია უცვლელია. პუტინი 77 და 153,7 კვადრატული მეტრის ფართის ორ ბინას ფლობს. მის საკუთრებაშია ასევე 18 კვადრატული მეტრის ავტოფარეხი. კრემლის ლიდერს  ორი იშვიათი -  GAZ M21-ის და Niva SUV-ის მანქანები,  ასევე მისაბმელი Skif-ი გააჩნია.