მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხები წარადგინა სასტუმროების ფედერაციამ ფრაქცია „ლელო საქართველოსთან“ შეხვედრისას?

60db02382754f
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.21 20:50
732
პარლამენტში ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებს შეხვდა.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი განმარტავს, ფრაქციის ლიდერები კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაჰპირდნენ, რომ „შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნებოდა“. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ფრაქციიდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის ლიდერებმა ბიზნესომბუდსმენის არსებობის მნიშვნელობის საკითხი დააყენა. ბიზნესომბუდსმენი კერძო სექტორმა უნდა აირჩიოს და არა მთავრობამ. ამ მხრივ კვლავ გავაქტიურდით, თუმცა ვის წარვადგენთ ამ კანდიდატურაზე ჯერ არ ვიცით.

პანდემიამდე რა პრობლემაც გვქონდა, ის თემები უნდა გავააქტიუროთ, საქმე იმაშია, რომ Airbnb-ის და Booking.com-ზე კერძო გამქირავებლების მიერ სამომხმარებლო კომუნალური გადასახადების საკითხს შევეხეთ, რადგან ეს სექტორი შავად არის და არავინ რეგისტრირდება.

საუბარი იყოს ასევე ხელფასის სრულად დარიცხვასა და საშემოსავლო გადასახადის შემდგომ გადარიცხვაზე, რადგან მთავრობა მიხვდეს ვინ იხდის გადასახადებს. ადამიანების 50%-ზე მეტი ვერ ხვდება რომ ბიუჯეტში გადასახადებს თავად იხდის. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, შესაბამისად შევთანხმდით, რომ შემდგომში შეხვედრები კონკრეტულ საკითხებზე შედგება“, - განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.