მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სამედიცინო მოწყობილობებს მოგვაწვდის ბინაზე “ჯეომედი”?

5f6300419d671
ლიკა გურაბანიძე
17.09.20 10:19
856

“ჯეომედი” მომხმარებლებს ბინაზე მომსახურებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს. მათ შორის არის - ელექტრო წნევის აპარატი, სისხლში ჟანგბადის შემცველობის გამზომი მოწყობილობა და ორსულებისთვის ბავშვის გულისცემის მოსასმენი მოწყობილობები. დეტალებზე “საქმიან დილაში” "ჯეომედის" დირექტორმა მამუკა ლოლაძემ ისაუბრა.



“ბოლო წლებში მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული ე.წ. ბინაზე ზრუნვის სამედიცინო მოწყობილობები. იგივე ბრენდები, რომლებიც სამედიცინო აპარატურას ჰოსპიტლებისთვის, ლაბორატორიებისთვის აწარმოებენ, ასევე მცირე ზომის მოწყობილობებეს უშვებენ, რომლებიც სახლის პირობებში გამოიყენება.

“ჯეომედმა” გადაწყვიტა ამ სექტორში შემოსულიყო და მომხმარებლისთვის განსხვავებული პოზიციები შეეთავაზებინა. ჩვენი უმთავრესი განმასხვავებელი მახასიათებელი არის ის, რომ შეგვიძლია სხვადასხვა პროდუქციაზე, მომხმარებელს უპრეცედენტო, ერთწლიანი გარანტია შევთავაზოთ. როდესაც კომპანია ხარისხშია დარწმუნებული, ის ხანგრძლივ გარანტიებს უპრობლემოდ იძლევა”, - განაცხადა მამუკა ლოლაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლისთვის მათი სამედიცინო მოწყობილობები ხელმისაწვდომია ადგილზე მიწოდების სერვისითაც და სამომავლოდ ამ პროდუქციის ონლაინ პლატფორმებზე განთავსებაც იგეგმება.